Digest Logo

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამ მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს, მეუღლეს“

1714807556
გარდაცვლილი ემიგრანტი

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გიორგი ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი საბერძნეთში, ათენში ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გიორგი ბერაძე. გლოვობს ჩემი ქუთაისი.

გული გაუჩერდა დაიძინა და ვეღარ გააღვიძეს... შენთან რა უნდოდა სიკვდილს...

„შოთო სიხარულიძის ქართველი ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ემიგრანტების იმედს შოთო სიხარულიძეს ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიოს ლამაზი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...

ეს იყო შენი ბედი?? იმდენი რამე მინდა ვუთხრა მის გამწარებულ ოჯახს მის მეუღლეს ხატიას და მის შვილებს რომელმაც ასეთი ძვირფასი ადამიანი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, სანდრო ჩვეულებრივად მოვიდა დედამიწაზე გაგვივსო გულები სიყვარულით და წავიდა ზეცაში და გადაინაცვლა მარადიულობაში...

რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....
  
როგორი თბილი იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით.

ტკივილი რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...
დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე გიორგი...“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვტირი ყველგან, სადაც შეიძლება და იქაც, სადაც უხერხულია ტირილი, მაგრამ რა ვქნა, არ მრცხვენია, ასეთი ვარ მე“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

„ჩვენო დასავლელო პარტნიორებო, ეგებ თქვენც გენახათ ეს ვიდეოც და ამ ე.წ. ჟურნალისტის მინაწერი“ - რას წერს ნინიკო მშვიდობაძე

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება