Digest Logo

🎥 როგორ ამოვიცნოთ მოძალადე - კომუნიკაციის ექსპერტი 4 სიმპტომს ასახელებს

1795628659
ნათია გოცაძე

მოძალადის ამოცნობა ხშირად რთულია, რადგან ძალადობა ყოველთვის ფიზიკური აგრესიით არ იწყება. უმეტეს შემთხვევაში, ის ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვების მცდელობით ვლინდება, რაც დროთა განმავლობაში უფრო ინტენსიური ხდება. 

როგორ ამოვიცნოთ მოძალადე - კომუნიკაციის ექსპერტი ნათია გოცაძე 4 სიმპტომს ასახელებს:

„1. როდესაც თქვენი პარტნიორი, თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი სიყვარულის სახელით ფუთავს კონტროლის მცდელობას, ეჭვიანობას.

სიყვარული არ არის საკუთრების დამტკიცება, ამიტომ დაფიქრდით სიტყვებზე, რომლითაც ისინი მოგმართავენ.

2. არანაკლებ მნიშვნელოვანია „მე შენ გიცავს“, რადგან შენზე ცუდ გავლენას ახდენენ შენი მეგობრები, მშობლები...

„დაცვის“ შეფუთვით იგი ახდენს ქალის იზოლაციას. დაფიქრდით, რამდენად ხშირია ეს პროცესი. 

3. „მფარველობა“, „რა გეშველება ჩემს გარეშე“. 

როცა ეს ყველაფერი თითქოს „მფარველობით“ არის შეფუთული, გიბიძგებს, თავი იგრძნო უსუსურად. ეს თვითშეფასებაზე ყველაზე დიდი დარტყმაა.

4. „საკუთარ თავთან მუდმივად გამართლების მოძებნა იმ ადამიანის საქციელის, ეს თვითმოტყუების პროცესია, „ვუყვარვარ“ იმიტომ აკეთებს, „მიცავს“ ამიტომ აკეთებს, „მფარველობს“...“, - ამბობს ნათია გოცაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა“ - „ეპოქის ხელოვანის“ სტატუსით დავით კენჭიაშვილი დაჯილდოვდა

🎥 მუნის შემთხვევებმა მოიმატა - როგორია ექიმების რეკომენდაციები

📷„მის სამყარო 2026“-ის გამარჯვებული 27 წლის ჯენიფერ ბარეტო გახდა

✕