Digest Logo

🎥 როგორ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული სიძულვილი და ნეგატიური ფონი - ლევან გიგინეიშვილის რჩევები

1733910251
ლევან გიგინეიშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი საზოგადოებას განუმარტავს, როგორ დავძლიოთ ქვეყანაში არსებული სიძულვილი და ნეგატიური ფონი.

„როდის გავწევრიანდებით ევროპაში? შეიძლება რამდენიმე თვეში, რამდენიმე წელიწადში, მაგრამ ჩვენ უკვე გაწევრიანებული ვართ უფრო მნიშვნელოვან რამეში, 1 700 წელია, რაც ქრისტიანები გავხდით. 

ამდენი წმინდანი გვყავს, ამდენი ქრისტიანული ლიტერატურა გვაქვს და ამხელა ტრადიცია ქრისტიანობის. უფრო დიდი გაერთიანება ამაში გაქვს, რომ ქრისტიანი ხარ.  ამაზე დიდი გაერთიანება რა არის, რომ მარადისობის მოქალაქე ხდები ქრისტესთან, ქრისტეს მცნებების თანაზიარობით.

ვფიქრობ, თუ ქართველი მორწმუნეების კრიტიკული ძალა გააძლიერებს ლოცვებს, ქრისტიანობას, მათ შორის დაპირისპირებული მხარის მიმართ, მტრის მიმართ, თუ ბევრი ქრისტიანი მოახერხებს ამას, მაშინ ეს ნეგატიური ფონი შემცირდება. 

მილიონობით ადამიანია საქართველოში ქრისტიანი, თუ მათ გული შესტკივათ ქვეყნის მომავალზე, გადარჩენაზე, სამოქალაქო ომზე, აი, თუ გააძლიერებენ ამ კეთილგანწყობას ერთმანეთის მიმართ, კეთილი ნების დაძაბვას, ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება მთელს საქართველოს გამოადგება“, - ამბობს ლევან გიგინეიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აიღეთ 12 ფურცელი, 12 სურვილი ჩამოწერეთ... ის ყველაფერი რაც გსურთ, უნდა დაწეროთ, რომ უკვე გაქვთ“ - თაკო მელიქიშვილი აფირმაციას გვასწავლის

🎥 „პირდაპირ აძლევდნენ ინსტრუქტაჟს, „არ მოუსმინოთ მშობლებს“, „არ დაუჯეროთ მათ“ - რას ჰყვება განათლების მინისტრის მოადგილე მოზარდების პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვის მცდელობებზე

ნინი შერმადინი იუბილარია - მომღერალი 37 წლის გახდა