როგორ გავუგოთ მოზარდებს? როგორ დავიცვათ ისინი შესაძლო საფრთხეებისგან და ამავდროულად როგორ შევინარჩუნოთ მათი ნდობა და გულწრფელი ურთიერთობა? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია მეტრეველმა ისაუბრა:
„მოზარდობის, გარდატეხის ასაკს ჩვილ ბავშვზე მეტი სიფაქიზე სჭირდება, როგორც სკოლიდან ისე ოჯახიდან, ეს ყველაზე რთული ასაკია. ფიზიკურად სულ სხვანაირი ხდება ბავშვი, იცვლება რადიკალურად. წარმოიდგინეთ, თუ ბავშვი ფიზიკურად იცვლება, შინაგანად როგორი გახდება? ეცვლება მოთხოვნილებები და იწყებს თავის დამკვიდრებას, არ უნდა გადაგვიცდეს ურთიერთობაში.
ხდება ღირებულებების გადაფასება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ სოციალურ გარემოშია, მაგალითს ძალიან დიდი ძალა აქვს.
ჯიუტად დედამ არ უნდა დაუწყოს საუბარი. დედა ერთადერთია, ვისაც ყველაფერი შვილებისთვის უნდა. ბავშვი ამ ასაკში დედასაც აღარ ერიდება. უნდა უთხრათ, მოდი, დავილაპარაკოთ ერთად, გავიგოთ რა ხდება.
ზოგიერთი მშობელი იღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას, მაგალითად, საერთოდ ართმევს ტელეფონს. იცით, აქ დიდი სიფაქიზე გვჭირდება, თუ ამას აკეთებ, მაშინ ჩანაცვლების თეორია უნდა გამოიყენო“, - ამბობს ლია მეტრეველი.
მეტის გასაგებად, უყურეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გოგო თუ ბიჭი? - რომელი მშობელი განსაზღვრავს ბავშვის სქესს
⭕„კურიერად მუშაობდა“ - ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში 28 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა