Digest Logo

როგორ ეხმაურებიან საქართველოს გამარჯვებას ფეხბურთის გულშემატკივრები მსოფლიოდან - „გუნდი, რომელიც მართლა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს“

1719475557
ნაკრებინაკრები

საქართველომ პორტუგალიის დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის ისტორია დაწერა და მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა! ქართველი ფეხბურთელების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ სპორტული გამოცემები და ფეხბურთის სპეციალისტები.

ამასთან, საქართველოს ნაკრებმა ამ სპორტის რიგითი გულშემატკივრებიც არ დატოვა გულგრილი - „ნეტავ ინგლისიც ასე თამაშობდეს“, „საქართველო ტურნირის საუკეთესო გუნდია“, „ეს, ტურნირის საუკეთესო“ თამაში იყო - სხვადასხვა სპორტული გამოცემების პოსტების კომენტარების გრაფაში, უცხოელი ინტერნერმომხმარებლების არაერთ მსგავს შეფასებას გადააწყდებით.

Newshub.ge-მ თავი მოუყარა იმ კომენტარების ნაწილს, რომელშიც სპორტის მოყვარულები ღიად გამოხატავენ საქართველოს ნაკრების მიმართ დიდ სიმპათიებს და ქვეყანას ისტორიულ გამარჯვებას ულოცავენ.

„ძალიან დამსახურებული გამარჯვება. თქვენმა გუნდმა უდიდესი ენთუზიაზმით, სულისკვეთებით და ოსტატობით ითამაშა. მათ ყველაფერი გაიღეს და იმაზე მეტიც, ვიდრე შეეძლოთ. დამსახურებული გამარჯვებულები. დღეს მათთან ზეიმია. ფანტასტიკური თამაში იყო. მოგესალმებით ინგლისიდან“.

„მათ ეს დაიმსახურეს. ისინი აუტსაიდერები იყვნენ და მაინც გამარჯვებისთვის იმუშავეს, როცა პორტუგალია მთელი თამაში მიძინებული იყო. იმედი მაქვს, რონალდოს ანტონიო სილვასთან საუბარი ექნება, რომ თავისი უსიამოვნო თამაში გადალახოს“.

„ანგარიში, რომელსაც არავინ მოელოდა. ჯერჯერობით, ტურნირის საუკეთესო თამაშია“.

„საქართველომ კარგად ითამაშა“.

„ყოჩაღ საქართველო. პორტუგალია რას აკეთებდა? შესანიშნავი თამაში“.

„დიდებული პერფორმანსი საქართველოსგან. სრულად დამსახურებული გასვლა ტურიდან“.

„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ ვისურვებდი, ინგლისი საქართველოს მსგავსად თამაშობდეს. რა ღამე ჰქონდათ!“.

„საქართველო ტურნირის საუკეთესო გუნდია და დღეს, ტურნირის საუკეთესო თამაში იყო“.

„აი გუნდი, რომელიც მართლა თავისი ქვეყნისთვის თამაშობს. შესანიშნავი მატჩი, რომლის ყურებაც ნამდვილად ღირდა (განსხვავებით....)“.

„საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მიქაუტაძემ იმაზე მეტი გოლი გაიტანა ევრო2024-ზე, ვიდრე ვარსკვლავებით დახუნძლულმა ინგლისმა, საფრანგეთმა ან ბელგიამ“ - გოგა ჩანადირი

რა თანხას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-სგან მერვედფინალში გასვლისთვის?

როგორ ულოცავენ ქართველ ფეხბურთელებს თავიანთი კლუბები EURO 2024-ზე ისტორიულ შედეგს