რატომ გვიჭირს იმ ადამიანებისგან და გარემოსგან თავის დაღწევა, რომლებიც ემოციურად გვფიტავენ, რატომ ვრჩებით ურთიერთობებში, სადაც თავს დაუფასებლად ვგრძნობთ? ზოგჯერ ტოქსიკურ გარემოსთან შეგუებას ისე ვახერხებთ, რომ ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვკარგავთ საკუთარ საზღვრებს, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს. ზოგჯერ გვგონია, რომ თუ მეტ მოთმინებას გამოვიჩენთ და მეტ სიყვარულს გავცემთ, მეორე ადამიანი შეიცვლება.
რა გვაკავებს ამ გარემოში და როგორ დავაღწიოთ თავი ტოქსიკურ გარემოს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა ბარბარე ჭკუასელმა ისაუბრა:
„ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ურთიერთობას. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება თვითშეფასებას. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს პირად საზღვრებს და ეს საზღვრები, როგორც წესი, დგას ჩვენს ბავშვობის გამოცდილებებზე და ფაქტობრივად ეხება ყველაფერს, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორ ვდგავართ ჩვენს ორ მყარ ფეხზე კარგად ან ვერ ვდგავართ და საერთო ჯამში, ეს შეიძლება შეიფუთოს ნორმალურ, ადეკვატურ, კარგ ურთიერთობად ან პირიქით ტოქსიკურ ურთიერთობად, რომელშიც ადამიანები დიდხანს ჩერდებიან ხოლმე.
განვიხილოთ ორი მიმართულება:
მივდივარ ჩემი ინიციატივით და ვურთიერთობ ადამიანებთან ან ჯგუფთან ადამიანების, რომლებიც ტოქსიკურ ურთიერთობაში არიან ჩემთან, ერთმანეთთან, სხვებთანაც, მაგრამ მე ვირჩევ და მივდივარ.
თუ ვარ წყვილში ადამიანთან, რომელიც მთელი ცხოვრება ამ გზაზე მამყოფებს.
თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ადამიანმა მეწყვილედ აირჩია მეორე ადამიანი, რომელთანაც არის საკმაოდ რთულ ურთიერთობაში ტოქსიკურ ურთიერთობაში, ეს ყველაფერი ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ბავშვობის გამოცდილებაზე დგას. წარმოიდგინეთ ის ურთიერთობა, რომელიც არ იყო ჯანსაღი ბავშვობაშიც, თუნდაც მშობლებთან, თუნდაც ოჯახის სხვა წევრებთან და ეს იქცა ნორმად, რა თქმა უნდა, მე როგორც ბავშვი თუ ამას ოდესმე არ ვიმუშავებ ამ საკითხზე, ვაგრძელებ ამას მუდმივად, ამიტომ ვახსენებ რომ მუდმივად დაჰყვება ჩვენი ცხოვრების განმავლობაში“, - ამბობს ბარბარე ჭკუასელი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა? - მეტყველების თერაპევტის რჩევები დედებს