Digest Logo

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი რიკოთზე – გადაადგილების გრაფიკი

1681117481
რიკოთ რიკოთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა.

🔵„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“ - ვარკეთილში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

მათვე ცნობით, სადღესასწაულო დღეებში, მგზავრთა გაზრდილი ნაკადით მოძრაობა მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთზე იქნება შესაძლებელი.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) არსებულ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგების ანალიზის საფუძველზე, სპეციალისტების რეკომენდაციით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დასაშვებია სპეციალური რეჟიმის პირობებში.

ვინაიდან რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, შაბათს, 8 აპრილს, 07:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე შემდეგი რეჟიმით აღდგა: 

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.

21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.

სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით.

ამასთან, რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერეს-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.

კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი.

პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ყურადღებით იყავით, ამ კვირაში ძალიან იშვიათი მოვლენა ხდება“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

🔵 „თავში ნუ აგივარდებათ წარმატება, რომელიც გაქვთ კვირის პირველ ნახევარში“ - მიხეილ ცაგარელის კვირის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵 მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ 12 წლის ანის გარდაცვალებამდე? - მოზარდის დედის კომენტარი