მუსიკოსი მაია დათუნაშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც მსახიობ მედეა ჯაფარიძეზე ისაუბრა:
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - ლეგენდარულ მედეა ჯაფარიძესთან თქვენმა მსგავსებამ, მისი შვილი აატირა? მან ასე უპასუხა:
„კი აატირა. მე მე ვერც შევედრები ისეთი სილამაზე ჰქონდა, თუმცა ადამიანები ყოველთვის მამსგავსებდნენ. მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც მას ყოველ დღე უყურებდნენ. მე მახსოვს ქალბატონი მედეა უკვე ავად იყო, მე ლაშა და გოგი დოლიძე ერთად მოვხვდით ვახშამზე. ლაშა იჯდა ჩემ პირდაპირ, ცრემლებით აევსო თვალები და მითხრა - როგორ მაგონებ დედას ახალგაზრდობასო. ამ სიტყვებიდან ცოტა ხანში ქალბატონი მედეა გარდაიცვალა. ამ სიტყვების შემდეგ უფრო დავიჯერე.
პირველად შეამჩნია მამუკა კიკალიშვილმა. მეათე კლასში ვიყავი და მითხრა მედეა ჯაფარიძის შემოქმედებითი საღამოა, მინდა პატარა ეტიუდი გააკეთო და ყვავილები მიართვაო. იმიტომ რომ ძალიან ჰგავხარო. მართლაც გავაკეთე პატარა მონაკვეთი მისი სპექტაკლის“, - ჰყვება მაია დათუნაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ შეიძლება, აჯიკა, ტყემალი, ძმარი პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ“ - მარი მალაზონია
🎥 „ცარუკიანს თოფურიას დამარცხების შანსი აქვს...“ - შონ ომალი