Digest Logo

🎥 „ცარუკიანს თოფურიას დამარცხების შანსი აქვს...“ - შონ ომალი

1764095056
 შონ ომალი

UFC-ის ყოფილი სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი - შონ ომალი დარწმუნებულია, რომ მსუბუქ წონაში ,დღესდღეობით, ილია თოფურიას ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ახალგაზრდა მებრძოლი - არმან ცარუკიანი წარმოადგენს.

ცარუკიანმა, UFC Fight Night Qatar-ზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ მიიჩნევა იგი 70კგ დივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მებრძოლად - მან ახალ ზელანდიელი ათლეტი - დენ ჰუკერი, მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დააფინიშა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ახალქალაქელმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ტიტულის ჩელენჯერის სტატუსი და გულშემატკივრებს ანახვა, რომ მსუბუქ დივიზიონში, ორთაბრძოლების წარმატებით ჩატარება ჯანმრთელობის პრობლემების გარეშეც შეუძლია.

უკანასკნელად, ამერიკელმა სპორტსმენმა, ილიასა და არმანის შესაძლო დაპირისპირებაზე ახალ ვიდეოში, საკუთარ Youtube არხზე ისაუბრა:

„არმანი ხელწამოსაკრავი მებრძოლი ნამდვილად არაა. თოფურია VS ცარუკიანი საინტერესო დაპირისპირება იქნება. მივიჩნევ, რომ UFC მათ შეხვედრას არ ჩაატარებს, რადგან მათ ჩემპიონი ილია ძალიან უყვართ. ორგანიზაციას არ სურს, რომ ცარუკიანმა ტიტული მოიგოს. არმანს თოფურიას დამარცხების ლეგიმიტური შანსი გააჩნია. შეიძლება, რომ ილიამ ის გათიშოს, მაგრამ მსუბუქ დივიზიონში თუ ვინმეს თოფურიას დამარცხების შანსი აქვს, ეს არმან ცარუკიანია“, - განაცხადა შონ ომალიმ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დედა უფრო გიყვარს თუ მამა? აკრძალეთ ეს კითხვა, მისი დასმა დანაშაულია!“ - ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე

⭕ „მანდედან მაინც დამაძმაკაცე მამაშენთან, სასწაულ კაცთან!...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე ლაშა ბასლანძეზე

⭕ მეგან მარკლს კაბის მოპარვაში ადანაშაულებენ - სასექსის ჰერცოგინია ახალ სკანდალში გაეხვია

წყარო: lagazzetta.ge