Digest Logo

როგორ მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა

1707477328
მსოფლიო ლიდერებ

საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები გააერთიანა და ირაკლი კობახიძეს აღნიშნული პოსტის დაკავება სოციალურ ქსელში მიულოცეს.

„დაიჯესტმა“ რამდენიმე მილოცვას ერთად მოუყარა თავი:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი:

„ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს.

მოუთმენლად ველი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის მიმართულებით“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:

„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი:

„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს ირაკლი კობახიძეს! განვაგრძოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ!“.

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მელინე არაკელიანი:

„ვულოცავ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს! ნიდერლანდების საელჩო მოუთმენლად ელის მასთან და მის გუნდთან ერთად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობას“.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი:

„ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია საქართველოსთვის, რადგან არჩევნები გაიმართება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და მის ეკონომიკურ განვითარებაში“.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანი:

„მე მაქვს პოზიტიური თანამშრომლობა ახალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მანამდეც კარგი თანამშრომლობა მქონდა, რა პოზიციაზეც მუშაობდა. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენს შორის, როდესაც იგი პრემიერად დამტკიცდება.

კარგი ურთიერთობა მქონდა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთანაც, მას ვუსურვებ წარმატებას ახალ პოზიციაზე. ვულოცავ იმ მიღწევებს, რაც მას პრემიერობის პერიოდში ჰქონდა“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“ - ნინო გიორგობიანი

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა - ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს

„16-ფუთიან ხმლებზე ტყუილებს უნდა შევეშვათ, ერეკლე მეფის ხმალი სინამდვილეში 914 გრამი იყო“ - რას წერს კოტე იანტბელიძე