უბედურ შემთხვევას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი, სოფელ ოზაანის მკვიდრი შალვა ხატიაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია „დაიჯესტს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერმა ავთო დვალიშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და აქტიურადაა ჩართული საგამოძიებო პროცესში.
გავრცელებული ცნობით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში იყო გაგზავნილი. ჯგუფი სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხატიაშვილი 48 წლის იყო, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.
კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა
⭕რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა - ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს