Digest Logo

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა - ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს

1707469086
სპრეისპრეი

რუსთავში, 24-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღო. ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლის მეორე სართულზე წიწაკის სპრეი გაუშვა.

ბავშვებს თვალების წვა, ცრემლდენა და ხველა აღენიშნებოდათ, ერთ-ერთი მათგანის, მე-5 კლასელი გოგონას გადაყვანა კი კლინიკაში გახდა საჭირო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, თამარ გოგაძის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა იყო რაღაც მსგავსი შემთხვევა და ამ წუთს ნორმალურადაა ყველაფერი. არც ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ გოგონასთან არ გავრისკეთ, რომ რაიმე გართულება არ ყოფილიყო და დაგვჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები და მანდატურის სამსახური", - აცხადებს გოგაძე.

რაც შეეხება მე-5 კლასელი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონი სამხარაძის ცნობით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ბინაზე გაეწერა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„16-ფუთიან ხმლებზე ტყუილებს უნდა შევეშვათ, ერეკლე მეფის ხმალი სინამდვილეში 914 გრამი იყო“ - რას წერს კოტე იანტბელიძე

რა გავლენას მოახდენს თებერვლის თვის ცეცხლის ენერგია თითოეულ ადამიანზე და რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად

„შესაძლოა ნამდვილი სიყვარულის პოვნა, ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს“ - როგორი იქნება აღმოსავლური ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

წყარო: inforustavi.ge