Digest Logo

🎥 როგორ მოევლინა დუნდუების ოჯახი მხსნელად ჭუბერიდან გადმოსულ ადამიანებს - „17 ადამიანი, 8 ბავშვიდან 3 ჩვილი, წინდებით, მაისურებით“

1777409740
ჯგუფი მირაჟი

ჯგუფი „მირაჟი“ – ძმები შოთა და პაატა დუნდუები, ქართველმა მსმენელმა ბევრი წლის წინ გაიცნო, თუმცა, დროსთან ერთად მათი პოპულარობა არ მინელებულა. ძმები 2025 წელს ახალი ალბომით წარდგნენ მსმენელის წინაშე და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევიან.

ამჯერად ისინი გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ სტუმრები იყვნენ, სადაც აფხაზეთის ომის პერიოდი გაიხსენეს:

„ეს ისტორია ჭუბერიდან ფეხით წამოსულ ხალხზეა. 

შუაღამეა, უშუქობა, უპურობა, გავიგეთ ჭიშკრის ხმა. მამაჩემმა ლამპით გადახედა და ხედავს, მოდიან ადამიანები, წინდებით, მაისურებით, დაახლოებით 17 ადამიანი, აქედან 8 ბავშვი და 3 ჩვილი. ყველა გაფაჩუნებაზე წამოხტებოდნენ, გარბოდნენ, წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა ოჯახში. 

შევიფარეთ 17 ადამიანი რამდენადაც შეგვეძლო, დაახლოებით 2-3 თვე იცხოვრეს, მერე რამდენიმე დარჩა, ზოგი გადანაწილდა ნათესავებში“, - ამბობს პაატა დუნდუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოიყვანეს ძმებმა დუნდუებმა ცოლები ერთ დღეს - „ერთადერთი რამ, რაც ისე გააკეთა, რომ არ ვიცოდი, იყო ცოლის მოყვანა“

„საღამო სასიამოვნო ამბებს მოგიტანს, ოჯახთან დაკავშირებულს...“ - 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „5 წელია ჩვენს შორის სხვაობა, ჩემზე დიდია, მაგრამ მე გავზარდე...“ - რას ამბობს შოთიკო დუნდუა ძმაზე