
მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეექვსე ეპიზოდი შედგა.
ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: კენგურუ, მედუზა, ფარაონი, პუპი, თუთიყუში, პანტერა და მუხლუხო.
გულშემატკივართა რჩეულები იყვნენ: კენგურუ, პანტერა, მედუზა, ფარაონი და პუპი. ისინიც გადავიდნენ შემდეგ ტურში.
დარჩენილი ორი თოჯინადან - მუხლუხო და თუთიყუში, ჟიურიმ მეგაშოუში მუხლუხო დატოვა.
ნიღაბი მსახიობ ია სუხიტაშვილს ჰქონდა მორგებული. მან ემოციების და შთაბეჭდილებების შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
„დედაჩემი, რომელიც არ უყურებს ტელევიზორს, ურჩევნია კითხვა, ერთადერთი შოუა ტელესივრცეში, რასაც უყურებდა. როცა დამირეკეს, ერთადერთი ეგ იყო, რომ გაუხარდება -მეთქი.
გუშინ იყო შოკი, ისეთი, რომ მეზობელმაც კი მოაკაკუნა ხომ მშვიდობააო.
პირველი შეკითხვაა - რატომ არ მითხარი? მსახიობისთვის მარტივი მოსახერხებელია დამალო ამბავი - რეპეტიცია მაქვს და მორჩა. ბევრი წლებია არავინ მეკითხება სახლიდან გასვლისას თუ როდის დავბრუნდები“, - ამბობს ია სუხიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი მოდელობის დღეები“ - არუნ ხათრი ახალგაზრდობის ფოტოებს გვიზიარებს
⭕„ფიზიკურად და სულიერად მშვენიერი ხარ“ - თამო ვაშალომიძე გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს