
ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე მუდამ ინტერესის ობიექტია, პერიოდულად საზოგადოებას პირადი ცხოვრების და მოვლენების შესახებ სიახლეებს უზიარებს.
ცოტა ხნის წინ იგი მეუღლეს ჯარჯი თორაძეს დაშორდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ბოლო დროს ჯარჯი თორაძეს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, თათია, მუდმივად გვერდით ედგა მეუღლეს და მისი მთავარი დამხმარე და მხარდამჭერი იყო. მიუხედავად მისი ძალისხმევისა, როგორც ჩანს, წყვილის დაშორება გარდაუვალი გახდა.
თათია შარანგიას და, მარიამ შარანგია იუბილარია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თათია ავრცელებს და მარიამს ემოციურ სიტყვებს უძღვნის:
„ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი სულის ნაწილი!!!
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო.
რა ბედნიერი ვარ, რომ დაიბადე“, - წერს თათია შარანგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მსოფლიო მოსახლეობის 70%-ს ამ საკვების დეფიციტი აქვს...“ - რას ამბობს არუნ ხათრი