Digest Logo

როგორ მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი

1735535760
გოზინაყის მომზადება

გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. გთავაზობთ ტრადიციული გოზინაყის მომზადების წესებს👇

ინგრედიენტები:

ნიგოზი - 4 ჭიქა
თაფლი - 1.5 ჭიქა

მომზადების წესი

თეთრი, საღი ნიგოზი მოვხალოთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით. თაფლი დავდგათ სქელძირიანი ტაფით ან ქვაბით ნელ ცეცხლზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით. ასე წამოვადუღოთ 3-4-ჯერ. შემდეგ ვუმატებთ დათლილ ნიგოზს, კარგად მოვურევთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიგოზი ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც წინასწარ ცივი წყლით დავასველებთ. შემდეგ ნიგვზის მასას სველი საბრტყელებლით გადავანაწილებთ მთელ დაფაზე. შეგვიძლია მოუხალავი ნიგვზითაც გავაკეთოთ. მთავარია თაფლი იყოს სქელი, ახალი თაფლი თხელია და მეტი დუღილი სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ავანთოთ 7 სანთელი, პატარა ჭიქით ხორბალი, წყალი“ - მარიამ ციმინტია გვასწავლის როგორ შევხვდეთ 2025 წელს

მეკვლეს დახვედრის რიტუალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

რა არის ბედისწერის კვანძები და რა უნდა ვიცოდეთ მისი შეცვლის შესახებ - ასტროლოგ ხათუნა ნოელის განმარტება

წყარო: gemrielia.ge