Digest Logo

🎥 როგორ ქმნის დათო კენჭიაშვილი ელექტრონული და ქართული ფოლკლორის სინთეზით თანამედროვე მუსიკას

1740336401
დათო კენჭიაშვილი

„იორომ" მოიარა ესპანეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ინგუშეთი, საფრანგეთი დაღესტანი, ირანი და სხვაც ბევრი - ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილი სიმღერა, ჯამში, 43 მილიონზე მეტი ნახვით, დიდი გამოხმაურებით და ბევრი გულშემატკივრით, განსაკუთრებით მაინც - ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მღერის სამშობლოზე, დედაზე, ტკივილზე, ბოლოს სულ სიყვარულს უბრუნდება - სითბოთი გაჟღენთილი ბგერები ღრმად ილექება მსმენელის მეხსიერებაში.

მის ირგვლივ მუსიკა სულ იყო, დაბადებამდეც. პირველი სიმღერა 2008 წელს გამოვიდა. მსმენელმა მაშინვე შეიყვარა.

მუსიკა გაჩერდა როცა დედა დაკარგა... რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სცენას უბრუნდება, ძველი, ნაცნობი სიმღერების ახლებურ ვერსიაზე იმუშავა, შექმნა ახალიც.

ხშირად იმპროვიზაციულია, ბგერები, ვიბრაციები უნიკალური.

მრავალმხრივია - დუდუკი, ფანდური, გარმონი. დოლი, დიპლიპიტო, ჭიანური, ჭუნირი, გუდასტვირი ჭიბონი - მუსიკის ჯადოქარი უკრავს ყველაფერზე - მთავარია, მუზა მოვიდეს.

ნაციონალურ ინსტრუმენტს ხელში აიღებს, ელექტრონულ მუსიკას მიუსადაგებს და ერთი ამოსუნთქვით შექმნის „კლუბურს“ ფოლკლორულ მოტივებზე.

რეპეტიციის დროს, „კურიერი P.S-ის“ ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე წუთით შეაღო სტუდიის კარი... ახალ რეპერტუარებს მსმენელი 7 მარტს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოისმენს... ჟრუანტელისმომგვრელი პარადოქსული კოლაბორაციები მონატრებული მსმენელისთვის მთავარი საჩუქარია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი ქართული მეგა შოუს - „მიმღერე“ მე-5 სეზონი იწყება

🎥 ინტერვიუ პაციენტთან, რომელსაც ტვინიდან 15 სმ-იანი ცოცხალი ჭია ამოუღეს - უნიკალური შემთხვევის დეტალები

🎥 დაკავებულია სერიული პედოფილი - აიძულა, ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ