Digest Logo

🎥 როგორ სახლში ცხოვრობს ლიზა ბაგრატიონი - „დიდი დანატოვარი არ გვაქვს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი ნივთი მაქვს, ბაბუს ვერცხლის ქამარი“

1778494242
ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღები ჯგუფი მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურობაზე ისაუბრა:

„ასაკთან ერთად სიზარმაცემ ცოტა მოიმატა და დილას ლოგინში ყოფნა მიყვარს. ვსვამ საკმაოდ ბევრ წყალს, მერე როგორც კი ვდგები პირდაპირ სამზარეულოში მივდივარ, ვისხამ ყავას და მერე აუცილებლად უნდა მოვიკითხო ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი და. 

ჩემთვის ცხოვრება, სამშობლო, სახლი არის ადამიანები, ყველაფერი დაკავშირებულია ადამიანებთან. ვერ ვიქნები პატრიოტი და სამშობლოს მოყვარული თუ ადამიანები არ მიყვარს. 

ადამიანი ყველაფრის და ყველას მადლიერი უნდა იყო. 

ბაგრატიონებს დიდი დანატოვარი არ გვაქვს, მაგრამ ყველა შვილიშვილმა შევეცადეთ, რომ რაღაც სამახსოვრო გვქონოდა და მე საბედნიეროდ ყველაზე ძვირფასი ნივთი მაქვს, ბაბუს ვერცხლის ქამარი, რითაც ჩოხას იმშვენებდა“, - ამბობს ლიზა ბაგრატიონი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

„ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და მაგარი დღეები ბარსელონაში“ - ლელა მებურიშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„საკუთარ ავტომატურ რეაქციებში ცხოვრობ, ვიღაც ერთ სიტყვას გეუბნება და დღე იცვლება...“ - რას წერს ნატა გაგუა