
ოთარ ტატიშვილის შვილი, შოთიკო ტატიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედის გათხოვების შესახებ საუბრობს.
„როცა საქმე დედას დაოჯახების საკითხს შეეხო, გაგვიჭირდა მეც და ჩემს ძმასაც. ძალიან რთულად მისაღები და არასასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ როდესაც ვილაპარაკეთ და გავიაზრეთ, მერე უკვე ყველაფერი მივიღეთ. დღეს მიხარია, რომ დედა კარგადაა, ბედნიერია. როგორც იქნა, 25 წლის შემდეგ, საკუთარ თავზე პირველად იფიქრა. მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ გვერდით კარგი და სანდო ადამიანი ჰყავს, რომელთანაც ჩვენც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს“, - ჰყვება შოთიკო ტატიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ტატიშვილის ყოფილი მეუღლე ეკატერინე არჩვაძე ანსამბლ „ალილოს“ წევრს, მომღერალ გია დავითიანს გაჰყვა ცოლად.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო
🔘ნეკა დოროყაშვილი სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ შეყვარებულს დაშორდა - რას წერს მოდელი