როგორ შევურჩიოთ უსაფრთხო სათამაშოები ჩვენს შვილებს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ტოქსიკოლოგმა ეკატერინე ქურდაძემ ისაუბრა:
„ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემაა. 1945 წლიდან დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი, რომ ნამდვილად უსაფრთხო უნდა ყოფილიყო ნივთები, რომლებსაც ჩვენი პატარები ეხებიან. განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკზეა გამახვილებული ყურადღება. ოღონდ აქ მარტო ტოქსიკურ ნივთებზე არ არის საუბარი, ასევე იგულისხმება მომცრო ზომის საგნები.
რაც შეეხება ტოქსიკურ ნივთიერებებს, სამწუხაროდ, ეს უხილავი პრობლემაა. დროთა განმავლობაში შეიძლება, ეს გახდეს უამრავი დაავადების მიზეზი. გვგონია რომ ზოგიერთი ნივთიერება არ არის უსაფრთხო და წლების შემდეგ სერიოზულ გართულებებს იწვევს. რაც უფრო ხანგრძლივი იქნება კონტაქტი, მეტ პრობლემას წარმოქმნის. შესაძლოა, გახდეს ონკოლოგიური დაავადების მიზეზიც“, - ამბობს ეკა ქურდაძე.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: