Digest Logo

🎥 როგორ შვილებს ზრდიან ნარცისი მშობლები: ერთ შვილს ეუბნებიან, „ჩემი იმედი ხარ, შენ მაინც არ გამიცრუო იმედი“- მარინა კაჭარავას განმარტება

1790231552
მარინა კაჭარავა

ნარცისიზმი არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ან პიროვნული თვისება, რომელიც ხასიათდება საკუთარი თავის უზომო სიყვარულით, საკუთარი მნიშვნელოვანების გადაჭარბებული განცდით და სხვებისგან მუდმივი აღტაცებისა თუ კომპლიმენტების მიღების მოთხოვნილებით. ეს ტერმინი სათავეს იღებს ძველი ბერძნული მითიდან ნარცისის შესახებ, რომელსაც საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა. 

ფსიქოლოგიაში ნარცისიზმი განიხილება როგორც გარკვეული სპექტრი - დაწყებული ჯანსაღი თავდაჯერებულობიდან, რომელიც ადამიანს ყოველდღიურობაში ეხმარება, დასრულებული კლინიკური დარღვევით, რასაც ნარცისული პიროვნების აშლილობა (NPD) ეწოდება.

როგორ შვილებს ზრდიან ნარცისი მშობლები და როდის გადადის სიყვარული და ზრუნვა კონტროლში - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„ნარცისიზმი არის დიაგნოზი და ხშირად ვხმარობთ დიაგნოზებს რაღაც თვისებების გამო. ესა თუ ის თვისება ყველა ჩვენგანში დევს, ამიტომ არავის შეეშინდეს. 

ნარცისული პიროვნული აშლილობა არის დიაგნოზი. ეს არის მდგომარეობა, რასაც ხანგრძლივი დაკვირვება სჭირდება, დროსა და სივრცეში გარკვეული ტიპის ქცევებით ხასიათდება. 

მათი ძირითადი მახასიათებელი არის, როდესაც იგი ვერ გხედავს, ანუ მას არ აქვს ემპათია და მთელი თავისი შეგნებით მიმართულია თვით აღიარებაზე, მის გარშემო უნდა ტრიალებდეს სამყარო. მათ ახასიათებთ სხვისი ემოციების გაუფასურება. 

მაგალითად მშობელი, ერთ შვილზე ამბობს, „ჩემი იმედი ხარ, შენ მაინც არ გამიცრუო იმედი“ და იგივე შვილი მომავალში გახდეს „განტევების ვაცი“, შენს გამო მე მენგრევა ყველაფერი თავზე. 

სტრატეგია ამ ბავშვების, ადამიანების სხვადასხვაა. ვინც „ოქროა“ ცდილობს, მშობელს იმედი არ გაუცრუოს. ვინც „განტევების ვაცია“ ფიქრობს, „მე პრობლემა ვარ, ნეტა არ დავბადებულიყავი“. იმას, ვისაც ვერ ხედავენ, ცდილობს რაც შეიძლება უკან იდგეს და მასზე აქცენტი არ გააკეთონ“, - ამბობს მარინა კაჭარავა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

რა სახის ქმედებებს უნდა მიმართონ ზოდიაქოს ნიშნებმა დეპრესიისა და ცუდი განწყობის დროს

„არახელსაყრელია მოგზაურობა, სწავლის, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 24 სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ოქტომბერში დიდი იღბალი და წარმატება ელოდება