Digest Logo

როგორ ვმართოთ ოფლიანობა გაღიზიანების გარეშე — ოდაბან სპრეი

1749648016
ოდაბან სპრეი

ოდაბან სპრეი ჭარბი ოფლიანობისა და არასასიამოვნო სუნის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ის ალუმინის ქლორიდს, დიმეთიკონის კოპოლიოლსა და ეთანოლს შეიცავს.

სპრეი სხეულის ნებისმიერი ადგილის ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება, მათ შორისაა: იღლია, ტანი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი და საზარდულის მიდამოები. მისი შეძენა კი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ.

როგორ მოქმედებს ოდაბანის ალუმინის ქლორიდის ფორმულა?

ალუმინის ქლორიდი, ოდაბანის აქტიური ნივთიერებაა. ის ოფლში არსებულ ელექტროლიტებთან ურთიერთქმედებს და გელისმაგვარ ნივთიერებას წარმოქმნის, რომელიც საოფლე ჯირკვლებს დროებით ბლოკავს. აღნიშნული მოქმედებით, ალუმინის ქლორიდი კანის ზედაპირზე ოფლის ნაკადის წარმოქმნას უშლის ხელს და ოფლიანობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

ეფექტი საოფლე ჯირკვლებზე:

როდესაც საოფლე ჯირკვლები იბლოკება, სხეულის სითბოს რეგულაცია არ ირღვევა, რადგან ოფლი შეიძლება სხვა უბნებიდან გამოიდევნოს. ალუმინის ქლორიდი მიზნად ისახავს კონკრეტულ უბნებს (როგორიცაა მკლავები, ხელები და ფეხები) ლოკალიზებული ოფლიანობის შესამცირებლად, ამასთან სხეულის ტემპერატურის მთლიან რეგულაციაზე არ ზემოქმედებს.

გრძელვადიანი ეფექტები:

ოდაბან სპრეის ფორმულა შექმნილია იმისთვის, რომ კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე გამოყენების შემთხვევაში ოფლიანობისგან ხანგრძლივი დაცვა უზრუნველყოს. მას შემდეგ, რაც ოფლის სადინარები დაიბლოკება, სპრეის ეფექტი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

კანის შემგუებლობა:

ალკოჰოლზე დაფუძნებული ხსნარი სპრეის სწრაფად გაშრობას უწყობს ხელს, რაც, წყალზე დაფუძნებულ ხსნარებთან შედარებით, კანის გაღიზიანებას ნაკლებად იწვევს. თუმცა, გარკვეული წესების დაცა ოდაბანის მოხმარების დროსაცაა აუცილებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ სპრეი მსუბუქ ალკოჰოლზეა დაფუძნებული, რაც კანის გაღიზიანების შანსს კიდევ უფრო ამცირებს.

ოდაბან სპრეის სწორად გამოყენება გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად

მგრძნობიარე კანზე მოხმარებისას, გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, ოდაბან სპრეის გარკვეული წესების დაცვით უნდა გამოიყენოთ. გთავაზობთ რამდენიმე წესს, რომელთა სწორად შესრულებაც სპრეის მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევასა და გაღიზიანებისგან თავის დაზღვევაში დაგეხმარებათ:

წაისვით მშრალ კანზე, ღამით - მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სასურველია, ოდაბან სპრეი სუფთა, მშრალ კანზე ძილის წინ წაისვათ. ღამით საოფლე ჯირკვლები ნაკლებად აქტიურია, რაც პრეპარატს უკეთესად მუშაობის საშუალებას აძლევს და შედეგზეც დადებითად აისახება.

გაღიზიანების შესამცირებლად, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ კანი სრულიად მშრალია. განსაკუთრებული ყურადღება შხაპის შემდეგ გამოყენებისას უნდა გამოიჩინოთ.

გამოიყენეთ ზომიერად - საწყის ეტაპზე სპრეის მცირე რაოდენობა გამოიყენეთ და, ზოგადადაც, კანის ზედმეტად გაჯერებას მოერიდეთ. ოდაბან სპრეის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გაღიზიანების შანსი გაზარდოს.

საჭიროებისამებრ შეამცირეთ სიხშირე - ზოგი ადამიანის შემთხვევაში ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება მგრძნობელობის ზრდა გამოიწვიოს. საწყის ეტაპზე, რეკომენდებულია ოდაბან სპრეის ყოველ მეორე ღამეს გამოყენება. ამის შემდეგ კი სიხშირე მიღებული შედეგისა და კანის ამტანობის მიხედვით განსაზღვრეთ. როგორც კი შეამჩნევთ გაუმჯობესებას, სასურველია, სპრეის მოხმარება შეამციროთ. მსგავს შემთხვევაში შეგიძლიათ ის კვირაში ერთხელ ან ორჯერ გამოიყენოთ.

მოერიდეთ მგრძნობიარე უბნებს და დაზიანებულ კანს - ყურადღებით დააკვირდით, რომ სპრეი გაღიზიანებულ, დამსკდარ ან გაპარსულ კანზე არ მოხვდეს, რადგან ამან შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს.

დილით დატენიანება (საჭიროების შემთხვევაში) - დილით ჩამობანის შემდეგ, ადგილები, სადაც ზედმეტ სიმშრალეს ან გაღიზიანების ნიშნებს შეამჩნევთ, უსუნო დამატენიანებლით, ნაზად დაიტენიანეთ.

შეწყვიტეთ გამოყენება, თუ გაღიზიანება გაგრძელდება - თუ ამ ზომების მიუხედავად გაღიზიანება მაინც შენარჩუნდება, შეიძლება სხვა ანტიპერსპირანტების განხილვა ან ალტერნატიული მკურნალობისთვის დერმატოლოგთან ვიზიტი დაგჭირდეთ.

ოდაბან სპრეის გვერდითი მოვლენები

კანის გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად ზომებს უკვე გავეცანით, თუცა ალბათ გაინტერესებთ, რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ ოდაბან სპრეის გამოყენებისას. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, თუ რა შემთხვევაშია პრეპარატი უკუნაჩვენები, რათა რისკები უფრო შევამციროთ.

როგორც ცნობილია, ოდაბან სპრეი უკუნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. ეს კომპონენტები კი არის: ალუმინის ქლორიდი, დიმეთიკონის კოპოლიოლი და ეთანოლი.

გარდა ამისა, ოდაბან სპრეის გამოყენება არ შეიძლება იღლიის გაპარსვიდან უახლოესი 24 საათის განმავლობაში, ასევე დაზიანებულ და გაღიზიანებულ კანზე.

დაუშვებელია სპრეის პირდაპირ, სახეში შესხმა. თუ ოდაბანით სახის სხვადასხვა მიდამოში ჭარბი ოფლიანობის შემცირება გსურთ, ის განსაზღვრულ ადგილებში ბამბის ტამპონით უნდა წაისვათ.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, მათ შორისაა: კანის გაღიზიანება და დაწითლება, ქავილი და წვის შეგრძნება, სიმშრალე და აქერცვლა, გამონაყარი ან კონტაქტური დერმატიტი, პარსვისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.