Digest Logo

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი? - ივანე ჩხაიძის განმარტება

1724323824
ივანე ჩხაიძე

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა იმის შესახებ,თუ როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანს გადაედება, ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო, კანი კანთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში.

„მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე, როცა პირდაპირი კონტაქტია და ინფიცირებული, სიმპტომური ადამიანიდან მეორე ადამიანზე. გავრცელება არ არის ისეთი მარტივი, როგორიც გრიპის და კორონავირუსის დროს.

გავრცელების ძირითადი წყარო არის - კანი კანთან კონტაქტი, სქესობრივი კონტაქტი, კოცნა, ლაპარაკი. ძირითადი გავრცელების წყარო არის - ფიზიკური კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან.

2022-2023 წლის შემთხვევებში ძირითადი გავრცელება იყო სქესობრივი გზით, მაგრამ ახლანდელმა ვირუსმა რადგან უფრო იოლი გავრცელების ხასიათი შეიძინა, ეს ნაბიჯი ჯანმომ ამიტომ გადადგა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები, 2 და 1 მეტრის მანძილზე გადაცემადი ვირუსი. აქ არის საუბარი ხანგრძლივ და ახლო კონტაქტზე.

„მაიმუნის ყვავილი“ ჰქვია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ პირველად მაიმუნში იქნა ეს ვირუსი აღმოჩენილი“, - აცხადებს ჩხაიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

🎥 14 წლის გოგომ ტაქსის მძღოლი, 74 წლის კაცი მოკლა - შსს განცხადებას ავრცელებს

⭕წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - ამინდი მკვეთრად იცვლება