
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
„ზაფხულის ბოლო დღეს საქართველოში მზიანი, ცხელი და მშრალი ამინდის პირობები იყო, რომელიც 1 სექტემბერსაც შენარჩუნდება და კალენდარულად შემოდგომის პირველი დღე ისევ ცხელი და მზიანი იქნება.
დასავლეთ საქართველოში, 1 სექტემბერს ტემპერატურა +37, სანაპირო კურორტებზე +33, აღმოსავლეთ საქართველოში +36 გრადუსს მიაღწევს.
2 სექტემბერს, მთელს ქვეყანაში მოიღრუბლება და გვიან საღამოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ტემპერატურა უმნიშვნელოდ დაიკლებს.
3 სექტემბერს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, შედარებით აგრილდება ყველგან.
4 სექტემბრიდან, საქართველოში გამოიდარებს.
გილოცავთ შემოდგომის მოსვლას, ეს სეზონი იმის დასტურია, რომ ცვლილებებიც შეიძლება ლამაზი იყოს“, - წერს მეტეოროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: