Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1773291094
ამინდი - პროგნოზი

12 მარტს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში ღრუბლიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც უნალექო დღეა. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდია, ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით -1, ღამით კი -11 დაფიქსირდება.

ბორჯომში უნალექო დღეა, +12 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში თოვლს ელოდებიან, დღისით 0, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას, ეცადეთ დაისვენოთ...“ - 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 On Replay- „ბზიკების“ საკონკურსო სიმღერა ევროვიზია 2026-ზე

საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს