Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1776146470
წვიმა

14 აპრილს ქუთაისში დღისით +14 და ღამით +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

მცირე ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც იწვიმებს, +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმს, დღისით 10 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით 3 ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმის ფონზე მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მოულოდნელი შეხვედრები, ფინანსური წარმატება და ახალი შეთავაზებები - როგორი იქნება 13-19 აპრილის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც მოქმედებს ჩუმად, ეხმარება სხვებს და ენდობა თავის ხილვებს“ - 14 აპრილის კოსმოსური ამბები

⭕ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეა