14 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +6, ღამით კი 1 გრადუსია მოსალოდნელი.
თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1.
ბათუმშიც თოვლს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი და თოვლიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +4, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლია მოსალოდნელი სოხუმში. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -4 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -1 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსი იქნება.
ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -3, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „გაუშვი ის, რაც აღარ გჭირდება...“ - 14 იანვრის კოსმოსური ამბები
🔵როდის არ შეიძლება ფულის გასესხება?
🔵სად არის აკრძალული გზებზე მოძრაობა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს