Digest Logo

„მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას...“ - ასტროლოგის რჩევები 17 აპრილის ახალმთვარეობისთვის

1776182822
ახალმთვარეობა

აპრილის ახალმთვარეობა - პლანეტების პარადი ვერძში.

17 აპრილს, თბილისის დროით 15:51-ზე, გვაქვს ახალმთვარეობა ვერძის  ზოდიაქოს ნიშნის 28-ე გრადუსზე.

🔹ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვსი პლანეტა: მზე, მთვარე, მერკური, მარსი, სატურნი და ნეპტუნი იქნებიან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რაც ძალიან ძლიერ, კონცენტრირებულ და ინტენსიურ ენერგიას გვაძლევს. ვერძი ინიციატივისა და მოქმედების ნიშანია, ამდენი პლანეტის თავმოყრა კი ასეთ ძლიერ და იმპულსურ ნიშანში ნამდვილ ენერგეტიკულ აფეთქებას გვაძლევს. რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს და რაში გამოვიყენოთ ეს ენერგია?

🔹ძალიან კარგი პერიოდია ახალი მოქმედებისთვის, იდეებისა და გეგმების განხორციელებისთვის, სტრატეგიული სტარტისთვის, მარსისა და სატურნის შეერთება ვერძში შესაძლებლობას მოგცემთ იყოთ ორგანიზებულები და თქვენი მოქმედებები იყოს შედეგნიანი. თუ აქამდე რაღაცას ვერ აკეთებდით, არ გყოფნიდათ ძალა და გამბედაობა, ეს ახალმთვარეობა შესაძლებლობას გაძლევთ იმოქმედოთ თამამად და დაიწყოთ თქვენი სურვილებისთვის ბრძოლა.

🔸ვერძი ინდივიდუალიზმის, თვითგამოვილინებისა და 'მე-ს” ნიშანია, შესაბამისად ამ პერიოდში უნდა დაფიქრდეთ თქვენს პიროვნულ გამოვლინებაზე სოციალურ ურთიერთობებში, თუ რამდენად სწორად ახდენთ საკუთარი თავის პრეზენტაციას, რამდენად სწორად აღიქვავს საზოგადოება თქვენს რეალურ პიროვნებას, ხომ არ თრგუნავთ თქვენს ეგოსა და მე-ს, მეტი აქტიურობა ან პირიქით ენერგიის დაზოგვა ხომარ გჭირდებათ, როგორ მოქმედებთ, რამდენად რისკიანი და ბრძოლისუნარიანი ხართ? თუ აღნიშნულ საკითხებში გააცნობიერებთ რაიმე სახის პრობლემას, კარგი პერიოდია დასამუშავებლადაც.

🔸მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, არ იჩქაროთ, სანამ იმოქმედებთ კარგად დაფიქრდით ღირს თუ არა კონკრეტულ საკითხში ენერგიის ჩადება, აკონტროლეთ ბრაზი, მოერიდეთ კონფლიქტურ და სახიფათო სიტუაციებს, ამ დღეებში ფრთხილად იყავით გზასთან, ცეცხლთან და ფეთქებად ნივთიერებებთან.

🔶ამ ახალმთვარეობას დიდ ორბისში კვადრატი აქვს პლუტონთან და ეს ერთადერთი ასპექტია. შესაბამისად მასშტაბურ დონეზე ფონი ისევ დაძაბული იქნება, კვლავ იქნება კრიზისი სტრუქტურებში, ნგრევები, აგრესია და ბრძოლა ძალაუფლებისთვის რათა გაირკვეს ვინ არის ლიდერი და ვინ არის უფრო ძლიერი, რაც შეესაბამება ახალმთვარეობის ენერგიას ვერძში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სამყარო კარს გიღებთ, შედით მასში!...“ - რა გავლენას იქონიებს 17 აპრილის ახალი მთვარე: ასტროლოგის რჩევები

⭕ თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

⭕ ევროპის კოსმოსური სააგენტო 2040 წლისთვის მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებას გეგმავს

წყარო: www.facebook.com