Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1751434307
ამინდი  წვიმა

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

2 ივლისს ქუთაისში დღისით +25 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმს სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ჭიათურაში, სადაც დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც წვიმს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +23 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექს და მსუბუქ ქარს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სჯობს იმოქმედოთ მხოლოდ ნაცნობ გზებზე, ექსპერიმენტები და რისკები სასურველი არ არის“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ატომური აფეთქება და გლობალური საფრთხე“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება მსოფლიოსა და საქართველოს მომავალზე