20 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +28, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც იწვიმებს, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +17 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმას ამინდის ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.