Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1764221987
ამინდი - ამინდი

27 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღეა სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +15 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ახალი გეგმები გაასაიდუმლოვეთ“ - 27 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„შეიძლება გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია ან მწარე ჭორი...“ - 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„კარგია დღეს გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც ძველია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი