Digest Logo

„შეიძლება, გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია ან მწარე ჭორი...“ - 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1764190492
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 27 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:

„ჰოროსკოპი 27 ნოემბრისთვის

მთვარის დღე: 7 / 8

ვერძი

ამ დღის სიახლეები სასიამოვნო ემოციებს მოგგვრით, თუმცა შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლაც იგრძნოთ რომელიმე მოვლენიდან ან საუბრისგან. დღევანდელი დღე არ არის საუკეთესო მგზავრობისთვის. სამაგიეროდ, რომანტიკული შეხვედრა ან ონლაინ - გაცნობა წარმატებით ჩაივლის.

კურო

27 ნოემბერს თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ცვლილებები დაიწყოს — ფინანსებში ან პარტნიორულ ურთიერთობებში. შეიძლება გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია ან მწარე ჭორი, რომელიც საბოლოოდ თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. შესანიშნავი დღეა შემოქმედებისთვის — წერისთვის, ხატვისთვის, წიგნებისთვის.

ტყუპები

თუ გაქვთ იდეა ან პროექტი, რომელიც დიდი ხანია გედგათ გონებაში — დღეს საუკეთესო დროა პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ითანამშრომლეთ სხვებთან, მაგრამ თქვენი ინდივიდუალობა თავისუფლად გამოხატეთ. კარგი დროა მეგობრებთან გასართობად.

კიბო

ურთიერთობებში გულწრფელად გამოხატეთ თქვენი აზროვნება და ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის მოსაზრებებს. ეს დღე საუკეთესოა ყოველდღიური საქმეებისა და საოჯახო მოვალეობების მოსაგვარებლად. თუ გსურდათ რუტინის შეცვლა, ახლა შესაფერისი დროა. შესაძლოა მცირე უთანხმოება ვინმესთან განსხვავებული შეხედულებების გამო.

ლომი

თავისუფალი ლომებისთვის ეს არის შესანიშნავი დრო, რომ ზონის კომფორტს გვერდი აუარო და სამყაროს მისცე საშუალება ამისთვის სახლიდან გასვლა არის საჭირო. დააფასეთ სიკეთე, რასაც ადამიანები თქვენთვის აკეთებენ — მადლიერება დღეს ბევრს შეცვლის.

ქალწული

საოჯახო გარემოში ან ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებაში ცვლილებები მოსალოდნელია. ზოგი სახლის გაფორმებას მოჰკიდებს ხელს, ზოგი სტუმრებს უმასპინძლებს. მნიშვნელოვანია გულწრფელი საუბრები. სამსახურში უფროსთან საუბარმა შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ.

სასწორი

კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობისთვის, მეგობრებთან, და-ძმებთან შეხვედრისთვის. თავისუფლად გააზიარე შენი იდეები — დღეს მოგისმენენ. ყურადღება მიაქციე ჯანმრთელობას და ახლობლების მდგომარეობას. საოჯახო საქმეები მძიმე მოგეჩვენება, მაგრამ პარტნიორთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებს.

მორიელი

დღეს პირველ ადგილზე ფინანსური საკითხები გამოვა — ვის სად ხარჯავს, ვინ როგორ ზოგავს. შესაძლოა, ამ თემაზე საყვარელ ადამიანთანაც იჩხუბოთ. კარგი დღეა დიეტაზე, ვარჯიშზე ან ჯანმრთელობაზე კონსულტაციისთვის.

მშვილდოსანი

დღეს შესაძლოა, თქვენ მოითხოვოთ მეტი ყურადღება ოჯახისა და ახლობლებისგან ან პირიქით — ისინი მოგთხოვენ. უფროს ნათესავთან საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. უკეთესია ნაკლები დრო გაატაროთ სახლში — გარემოს გამოცვლა ყველას წაადგება.

თხის რქა

ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯებიც კი დიდ ეფექტს გამოიღებს. ეცადეთ თავი შეიკავოთ მავნე ჩვევებისა და მძიმე საკვებისგან. მეტი დასვენება ახლა ძალიან გჭირდებათ. სურვილი, იურთიერთოთ, დაბალი იქნება.

მერწყული

კარგი დღეა მეგობრებთან დროის გასატარებლად და სხვადასხვა ღონისძიებებზე მისასვლელად. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შეძენებისგან — ბიუჯეტი ყურადღებას მოითხოვს. წარმატებული იქნება შეხვედრები, მოლაპარაკებები და შეთანხმებების გაფორმება.

თევზები

თუ დღეს მუშაობთ, საქმეები ნელა წავა — შესაძლოა აპათია და ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ. მშობლებთან საუბარმა შეიძლება გარკვეული ზეწოლა მოგაყენოთ. სამაგიეროდ, ფინანსურ საკითხებში კარგი წინსვლა გექნებათ — საუბრები შემოსავალზე ან შეძენებზე განწყობას აგიმაღლებთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოწერაზე და შეხვედრაზე იგრძნობა, კაცი რამდენად სერიოზულად გიყურებს...“ - რას ჰყვება ტატა ჟორჟოლიანი

🎥 „სვანური ოჯახი დაფუძნებულია ქრისტიანობაზე...ადამიანში უნდა ეძებო ის, რის წართმევასაც ვერ შეძლებ და ეს გულია“ - დავით კვირიკაძე

🎥 „სახლიდან ჩემი პერსონალური ჭიქის გარეშე არ გამოვდივარ...“ - რა ვიდეოს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე