28 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე მშრალია, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზიანი ამინდია, +18 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +10 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გაზაფხულივით ლამაზი“ - მზიანი გაზაფხული და თიკა ფაცაციას ახალი კადრები