Digest Logo

🎥 „მოერიდეთ კონფლიქტებს“ - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის: მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

1777276699
მიხეილ ცაგარელი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და პირველი მაისის ახალმთვარეობა: რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა მოვერიდოთ მიმდინარე კვირაში - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„დედამიწა ორპუნქტიან ენერგოველშია 10 მაისამდე, ამიტომ ეს ძაბავს ურთიერთობებს. ყველას გვექნება მაინც დადებითი ენერგიები. მზე გადასულია უკვე კუროს ზოდიაქოს ნიშანში, კურო ეს ხომ ერთგულების და სტაბილურობის ნიშანია. ჯერ ვერძის გავლენა მაინც იგრძნობა. დროდადრო გვექნება გავლენა, თუმცა კურო ამშვიდებს სიტუაციას და ყველაფერი დასტაბილურდება. 

გვაქვს ოთხი გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა.

ამინდიც ცვალებადია და მოქმედებს ხანდაზმულ ადამიანებზე, ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება. 

დღევანდელი დღე კარგია დალაგება-დასუფთავებისთვის. მაქსიმალური სიზუსტე და წესრიგი გმართებთ. 

პარასკევს გვაქვს სავსემთვარეობა, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. მოერიდეთ კონფლიქტებს, ენერგიას მიეცით ხარჯვის საშუალება - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. 

კვირას მიაქციეთ ყურადღება, ოთხი ნიშანი ითხოვს ყურადღებას: ტყუპები, კირჩხიბი, მორიელი და მშვილდოსანი. ამ ნიშნებს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც შეიძლება გადავიდეს გაღიზიანებაში. არ აჰყვეთ პროვოკაციებს“, - გვირჩევს მიხეილ ცაგარელი.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება:

♈ ვერძი

კარგი პერიოდია, ჯერ კიდევ გიგრძელდებათ შარმი და ენერგოტონუსი. მთავარია, თავში არ „აგივარდეთ“. შესაძლებელია ფინანსურად გაძლიერდეთ - სერიოზული წარმატება გელით.

♉ კურო

კარგი შანსები და შეთავაზებები გელით. ძველი ვალდებულებები წამოყოფენ თავს. მაქსიმალურად ეცადეთ, კონფლიქტს თავი აარიდოთ - არ იჩხუბოთ და ეცადეთ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. იღბალი თქვენთანაა.

♊ ტყუპები

ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია - შესაძლებელია, შეგექმნათ ფინანსური პრობლემები. ფარული მტრები და ჭორები იწყებენ მუშაობას. ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე.

♋ კირჩხიბი

ენერგოტონუსი მატულობს, ინტუიცია ძლიერდება. წარმატებული ფაქტორები გაქვთ - ასევე არის რეფორმების დრო. საკუთარი თავის მიღმა სხვებიც არსებობენ. მიაქციეთ გარშემომყოფებს ყურადღება. კვირა გაქვთ ძალიან კარგი.

♌ ლომი

გარკვეული გულ-აცრუების პერიოდია. შიდა შიშები და ეჭვები გაქვთ. ამიტომ იყავით ყურადღებით. შესაძლოა, ისე არ წარიმართოს ყველაფერი, როგორც თქვენ გქონდათ დაგეგმილი. ეცადეთ კარგი ურთიერთობა დაამყაროთ გარშემო.

♍ ქალწული

ზეწარმატებული პერიოდი გაქვთ, წარმატება მატულობს, განწყობა უმჯობესდება. უცხოელებთან ურთიერთობა წამოიწევს წინა პლანზე. არ უნდა დაგავიწყდეთ დასვენება.

♎ სასწორი

სარისკო მოქმედებებს თავი დაანებეთ, მშვიდად გაიარეთ პერიოდი. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, კარგად გაიაზრეთ, რადგან შესაძლოა, ძველ პარტნიორებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ეს დამთავრდება ცუდად, მათ შორის დაშორებით.

♏ მორიელი

კარგი პერიოდი აქვს, ენერგოტონუსი მაღალია. მიზიდულობაც მაღალია, ფინანსური კუთხითაც კარგად ხართ. პარტნიორებს გაუფრთხილდით და მათი აზრი გაითვალისწინეთ. თქვენი წარმატება არ ნიშნავს, რომ სხვების დისკრედიტაცია უნდა მოახდინოთ.

♐ მშვილდოსანი

მთავარი პრობლემა იურიდიული შეცდომებია. არ გადაიღალოთ. ჯანმრთელობას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება, გამორჩეულად კუჭ-ნაწლავს.

♑ თხის რქა

ენერგოტონუსი მაღალია, ფინანსურად კარგი პერიოდი გაქვთ, თუმცა გაუფრთხილდით მას. ფინანსური ხარჯების ალბათობა დიდია. უმჯობესდება ურთიერთობები, არ იყოთ უყურადღებოდ, ეს თქვენი წარმატების საწინდარია.

♒ მერწყული

ერთის მხრივ პერიოდი ცუდი არ არის. ენერგოტონუსი ეცემა. ნუ გადაიღლებით. ფინანსურად კარგი პერიოდი გაქვთ. შესაძლებელია ახალი სიყვარული გეწვიოთ.

♓ თევზები

ენერგოტონუსი მატულობს, უფრო მიმზიდველი და შარმიანი ხდებით, შრომისუნარიანი და წარმატებული. მრავალფეროვანი კონტაქტების დროა - პრობლემა არის ნდობაში. გამორთეთ ფანტაზიები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პერსონალური ახალი წელი არის საკუთარი დაბადების დღე“ - ქვეყნის მთავარი ასტროლოგი იუბილარია

⭕„საოცარი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია

⭕ 100 მილიონი წლის წინანდელ ხოჭოს სახელი „კეი“ პოპჯგუფის პატივსაცემად დაარქვეს