Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

1775645392
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

„საქართველოში 14 აპრილამდე იქნება შენარჩუნებული დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

მათვე ცნობით, 9-10 აპრილის ღამეს მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე.

„უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვლენილი ახალი სიცოცხლე! - „მესამე შვილს ელოდებოდა, მშობიარეს ტკივილი გაუძლიერდა...“

„დიდი ოთხშაბათი არის სარკე, სადაც ხედავ ვინ დგას ქრისტეს წინაშე - ქალი, რომელიც სიყვარულს ასხამს, თუ კაცი, რომელიც მას აფასებს ვერცხლით“ - ქეთევან ჯანდიერი

„არც სხვის ქმარზე დამრჩენია თვალი, არც ჩემს ქმარზე დავადგმევინებ ვინმეს თვალს...“ - რას ამბობს ნინო ლეჟავა