აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უმთავრესი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და კაცობრიობის ხსნას მიეძღვნება. წელს, 2026 წელს, მართლმადიდებლური აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება.
ამჟამად ჩვენ სწორედ ვნების შვიდეულში, ანუ ვნების კვირაში ვიმყოფებით, რომელიც დიდმარხვის ბოლო და ყველაზე მძიმე კვირაა.
ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში დიდ ოთხშაბათზე წერს და ამბობს, რომ ეს არის დღე, როცა სული არჩევანს აკეთებს სინათლესა და ჩრდილს შორის:
„დაიწყო დიდი ოთხშაბათიც..
დღე, როცა სული არჩევანს აკეთებს სინათლესა და ჩრდილს შორის… ჩემთვის პირადად, ეს არის ყველაზე “„ჩუმი“, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ვნების გზაზე.. ჰო.. ეს დღე უმძიმესია..
გარედან თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ შიგნით? შიგნით უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია.
ეს დღე ატარებს ორ სახეს: ბიბლიურად თუ გავიხსენებთ, ერთ მხარეს „ცოდვილი” ქალია, რომელიც ძვირფას ნელსაცხებელს ასხამს ქრისტეს ფეხებზე… მეორე მხარეს იუდაა, რომელიც მას ყიდის..
ორივე ახლოს დგას ქრისტესთან. ორივე ხედავს სინათლეს.. მაგრამ ერთმა აირჩია სიყვარული.. მეორემ ანგარება..
ქრისტოლოგიურად, ეს არის მომენტი, როცა ღმერთის წინაშე არ არსებობს “შუა მდგომარეობა”. სიყვარული ან იკიდებს ცეცხლის ალს, ან ცივდება და იქცევა გარიგებად..
ფსიქოლოგიურად კი, ეს არის დღე, როცა ადამიანი ხვდება, რომ მისი ყველაზე დიდი ბრძოლა არ არის გარე სამყაროში. არამედ, საკუთარ მოტივებში. რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ? სიყვარულით? თუ სარგებლისთვის?
„ცოდვილი” ქალი არაა ანგარიშგებაში, ის უბრალოდ გასცემს ყველაფერს რაც აქვს..
იუდა კი „სარგებელს დახამებულია” და ბოლოს თავად ხდება იმ ფასის ნაწილი, რომელშიც გაყიდა სიყვარული..
დიდი ოთხშაბათი გეუბნება: იცოდე, შენ ყოველთვის არჩევანში ხარ. არა მხოლოდ დიდ გადაწყვეტილებებში, არამედ ყველაზე პატარა მოქმედებებშიც კი..
ჩემო მკითხველო, ჰკითხე შენს თავს:
1. სად ვიქეცი სიყვარულის ადგილას გამყიდველად?
2 რას ვაფასებ უფრო მეტად? გულს თუ სარგებელს?
3. შემიძლია თუ არა, ერთხელ მაინც, გავცე რაიმე ისე, რომ სარგებელი არ მინდოდეს?
ღალატი არ იწყება მოქმედებით, ის იწყება იმ მომენტში, როცა სიყვარული კარგავს თავის წმინდა ბუნებას..
დიდი ოთხშაბათი არის სარკე: სადაც ხედავ შენში ვინ დგას ქრისტეს წინაშე… ქალი, რომელიც სიყვარულს ასხამს, თუ კაცი, რომელიც მას აფასებს ვერცხლით და ამისთვის ყიდის? და იცოდე.. ამ არჩევანზე დამოკიდებულია შენი სულიერი მიმართულება“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აბა, ვინ იძინებს ასე?“ - თეონა ცირამუა შვილის სახალისო კადრებს აქვეყნებს
⭕მაქსიმ გალკინმა 13 წლის ტყუპები პირველად გამოაჩინა - „არდადეგები ბავშვებთან ერთად“