Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1771740287
ამინდიამინდი

22 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც ნალექიანი დღეა. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლი იქნება. დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +8 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ომალოში, სადაც -2 ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

მცირე წვიმაა მოსალოდნელი გურჯაანში. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„შემდგომი ბიძგი მოვლენებზე გავლენას, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში გააგრძელებს...“ - ქეთევან ჯანდიერი დაბნელების დერეფანზე

🎥 „ყველაზე სწორი და ეფექტური მიდგომა ნებისმიერი ფობიის დროს...“ - ლევან შელეგიას ვიდეომიმართვა

🎥 „რამხელა პრივილეგია და ბედნიერებაა, რომ შემიძლია სრულიად უცხო ადამიანების გახარება“ - რა კადრებს აქვეყნებს ალექსანდრე ზაზარაშვილი