Digest Logo

🎥 „მზრდიდა ბებია, მატარებდა ყველა სპორტზე, მუსიკაზე, სამწუხაროდ იმედები ვერ გავუმართლე“ - კახა მიქიაშვილი ბავშვობას იხსენებს

1777231272
კახა მიქიაშვილი

მსახიობ კახა მიქიაშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი შალვა (მუმუშა) გაწერელიას სახელოსნო დაამთავრა.

2004 წლიდან თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობია.

იგი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობა გაიხსენა:

„კახა მიქიაშვილი არის ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი, ბევრი ნაკლოვანებებით, მსახიობი და ტელეწამყვანი. დავიბადე ძალიან კარგ გარემოში, კარგ ოჯახში, მთელი ბავშვობა უკავშირდება რაჭას. იმ რაჭველების სიაში ვარ, ვისაც დედის და მამის მხრიდან ყველა რაჭველი ჰყავს. სკოლა მთავრდებოდა თუ არა, რაჭაში მივდიოდი.

ჩემს ოჯახში ბევრ უჭირს აღქმა, რომ ემოციური რაჭველები ვართ. ვარ მესამე შვილი და შვილიშვილი. მზრდიდა ბებია, მატარებდა ყველა სპორტზე, მუსიკაზე, სამწუხაროდ იმედები ვერ გავუმართლე. 

ასე ვიზრდებოდი თბილ და ლამაზ ოჯახში“, - ამბობს კახა მიქიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„რატომ გვგონია, რომ სულ უნდა გვიხაროდეს? ვინ ჩაგვინერგა, რომ თუ რაიმე არასასიამოვნო მოხდა, ესე იგი ცხოვრება არასწორად მიდის?“ - რას წერს თეო ხაბულიანი

„რა ლამაზი ხარ, ანათებ“ - თიკა ჯამბურიას ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„მაშინაც კი, თუ ასეთ სამუშაოს დიდი შემოსავალი მოაქვს, დროთა განმავლობაში ადამიანი განიცდის შინაგან დისჰარმონიას და გადაწვას“ - რას წერს უჩა სიხარულიძე