Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივნისს საქართველოში

1782104038
 ამინდი

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც მზეა, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზეა, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზეა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები გორშიც, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზეა. დღისით +22 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზე იქნება, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.