სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 12 აპრილს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიას, თოფურიძის, მაჭავარიანის, მუხრანის, გოძიაშვილის, გაბაშვილის და ფარჯიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის და ხელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის, ვარდისუბნის, საზანოს, სამეგრელოს, გამარჯვების და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ჯორჯიაშვილის, ფხოვის და ხიდის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბეთანიის, სათემოს, განთიადის, სომხეთის, ერისთავის, ნიაბის, კვესეთის, გალავნის, შორაპნის და გარეკახეთის ქუჩების მოსახლეობას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
🎥 „ჩემს ყველა თოჯინაში ვაღვიძებ მათ ისტორიას“ - რას ჰყვება მეთოჯინე ბაჩო ცანავა