Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში? - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

1781869073
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური, რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვიღაცის თვალი მეცა...“ - რა შეემთხვა შორენა ბეგაშვილს?

⭕სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი

🎥 „როცა მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია…“ - თამუნა ამონაშვილი ტყუპებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს