Digest Logo

სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი

1781858701
UFC   UFC

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში რომლის მიზანიც გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული Ultimate Fighting Championship-ის (UFC) Freedom 250 ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრე პირების მკვლელობა იყო.

გამოძიებაში ჩართულია FBI, რომელთა ცნობით დაკავებული პირები, იარაღს აგროვებდნენ და თავდასხმის გეგმას ამუშავებდნენ.

დაკავებები შაბათ-კვირას ოჰაიოში, მისურიში, ნებრასკასა და კალიფორნიაში განხორციელდა. მიმდინარე სკანდალურ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.

„FBI-მ, ჩვენმა სამართალდამცავმა პარტნიორებმა და ფედერალურმა პროკურორებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწრაფი რეაგირებითა და სიფხიზლით შეუძლიათ ამერიკის უსაფრთხოების დაცვა. მათ შეძლეს თავდასხმის გეგმის გამოვლენა, ჩაშლა და განადგურება მანამდე, სანამ იგი განხორციელდებოდა“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა. 

FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის თქმით, 10 ივნისს სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში დაგეგმილ UFC Freedom 250-ის ღონისძიებას ემუქრებოდა.

„FBI-ის, ჩვენი პარტნიორებისა და იუსტიციის დეპარტამენტის მრავალშტატიანი ოპერაციის შედეგად, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია და სავარაუდო თავდასხმის გეგმა სრულად აღიკვეთა. ჩვენი გუნდი სწორედ ამისთვის არსებობს - რათა აღმოაჩინოს, აღკვეთოს და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ისინი, ვინც ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის,“ – აღნიშნა პატელმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ უნდა გაიაქტიუროთ 19 ივნისის ენერგიები - „წარმოთქვით ხმამაღლა და თავდაჯერებულად“

🎥 „როცა მთავარი ინგრედიენტი სიყვარულია…“ - თამუნა ამონაშვილი ტყუპებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს

⭕19 ივნისიდან ქირონი კუროს ნიშანში გადადის - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბრამდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ელოდება

წყარო: www.justice.gov