
სინოპტიკოსების მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ცხელი და უნალექო ამინდი სტაბილურად შენარჩუნდება მომდევნო დღეების განმავლობაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 32-37 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მომდევნო დღეებში შესაძლოა 41 გრადუსამდე აიწევს.
დასავლეთ საქართველოში დღეს ტემპერატურა 34-39 გრადუსს შეადგენს და მომდევნო დღეებში რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, დღეს ჰაერი მაქსიმალურად 36 გრადუსამდე გათბება.