ორგანიზებული დანაშაული და მასში ჩაბმული ბავშვები, მართლმსაჯულების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. ბოლო წლებში არასრულწლოვნების მონაწილეობით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა მძიმეა. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა - სრულწლოვანი დამნაშავეები სხვადასხვა სქემებით მოქმედებენ და საკუთარი კრიმინალური მიზნების მისაღწევად ბავშვებს იყენებენ, მოზარდებს, რომლებსაც მართლმსაჯულება ასაკის გამო ვერ სჯის.
ბოლო ფაქტი, სადაც არასრულწლოვნები სისხლის სამართლის დანაშაულში ჩართეს, პოლიციამ რამდენიმე დღის წინ გახსნა.
ბავშვებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან, კამერების თვალწინ, პროდუქტები გამოაქვთ. სქემის მიხედვით, მოპარულ საქონელს ორგანიზებული ჯგუფის ლიდერები წინასწარი შეთანხმებით, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე აბარებენ.
ბიზნეს სუბიექტებისთვის მიყენებული ზარალი დიდია. მხოლოდ ერთ წელში ბავშვების ხელით მოპარული პროდუქტების ღირებულება 20 მილიონ ლარს აჭარბებს. ზიანი ბიზნესასოციაციამ დათვალა, სადაც უკვე ასობით განცხადებაა შესული.
გამოწვევას ახალი კანონმდებლობით პასუხობს სახელისუფლებო გუნდი. ახალი კანონი ერთის მხრივ, ზრდის სახელმწიფოს ზრუნვას კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაციისა და სოციალიზაციის მიმართულებით, მეორეს მხრივ კი ამკაცრებს სასჯელს იმ პირებზე, რომლებიც არასრულწლოვნებს კრიმინალურ საქმიანობაში ჩაითრევენ. ცვლილებები გერმანული მოდელის ანალოგია.
კანონის მიღებამდე კანონმდებლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის არაერთი რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
ცვლილებები, რომელიც გერმანული მოდელის ანალოგია, პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
როგორი იქნება არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი - იუსტიციის სამინისტროში კონცეფციაზე უკვე მუშაობენ.
კანონთან კონფლიქტში მყოფი 10-14 წლამდე ბავშვები მხარდაჭერის ცენტრში რამდენიმეთვიან რეაბილიტაციას გაივლიან. პროცესში სხვადასხვა მიმართულებით სპეციალიზებული ექსპერტები ჩაერთვებიან. ახალი კანონით, უკიდურეს შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით ბავშვი ზრუნვა-რეაბილიტაციის სახლში იცხოვრებს. ცვლილებები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს პრაქტიკოსს იურისტებში.
რა როლი ექნება არასრულწლოვნების დანაშაულის საქმეში პროკურორს - გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტავს.
ივლისიდან კანონი ამოქმედდება - დანაშაულში მონაწილე მოზარდის რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას ან მხარდაჭერის ცენტრში მოთავსებას მულტიდისციპლინარული ჯგუფი გადაწყვეტს. როგორ იმუშავებს გერმანული მოდელი ქართულ რეალობაში - სპეციალისტები გაუმჯობესებულ სტატისტიკას ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გაიცანით პირველი ქართველი ქალი, რომელიც გემის კაპიტანი გახდა
🎥 რა ეტაპზეა ფასების შემცირების პროცესი და როდის შეიძლება იგრძნოს შედეგი მომხმარებელმა?!
🎥 მკვლელი რეჟიმის ბრძოლა ძალაუფლებისთვის - სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 20 წელი გავიდა