ხშირად დაღლილობას, სისუსტეს, ენერგიის ნაკლებობას, თავბრუსხვებას, თმის ცვენას გადაღლილობას და სტრესს ვაბრალებთ, თუმცა ზოგჯერ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიმპტომების უკან შესაძლოა ანემია, რკინის დეფიციტი, ფერიტინის დაქვეითება, B12 ვიტამინის ნაკლებობა იმალებოდეს.
შესაძლებელია თუ არა ადამიანს ანემია ჰქონდეს და ამის შესახებ არ იცოდეს, რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი, როდის არის საჭირო ფერიტინის გამოკვლევა და რატომ არ უნდა მივიღოთ რკინის პრეპარატები ექიმის რეკომენდაციის გარეშე - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჰემატოლოგ ფიქრია ნიკოლეიშვილმა ისაუბრა:
„ეს ჩივილები არის ყველაზე ხშირი და კლასიკური ნიშნები ანემიის ან რკინის დეფიციტის, რადგან ანემიის ან რკინის დეფიციტის დროს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება არის შეზღუდული, ამიტომაც ჩნდება ასეთი ჰიპოქსიური ჩივილები, თუმცა აუცილებელია მისი ლაბორატორიული ვერიფიცირება, რადგან ასეთი ჩივილები ახასიათებს სხვა დაავადებებსაც, მაგალითად ნევროლოგიურ პათოლოგიებს, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციას, ვიტამინის, დეფიციტს ან შესაძლოა სრულიად იყოს ასოცირებული გადაღლილ რეჟიმთან ან არასრულფასოვან კვებასთან ან ძილის დარღვევებთან.
შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ანემია, მაგრამ არ იცოდეს ამის შესახებ, რადგან რკინის დეფიციტი იწყება ჯერ მისი მარაგის, მისი დეპოს, ფერიტინის შემცირებით, შემდგომ აკლდება დინამიკაში უკვე რკინა და ბოლოს მთავრდება ჰემოგლობინის შემცირებით. როდესაც პაციენტთან ჩივილები არ არის გამოხატული, მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ შემცირებულია ფერიტინი. ასევე ეს დამოკიდებულია დროის რა პერიოდში განვითარდა ანემია, თუ მიზეზი, რომელიც ანემიას იწვევს არის დროში თავად გახანგრძლივებული, მაშინ სიმპტომატიკაც გვიან ვლინდება. მაგალითად, თუ არის ქალბატონი, რომელსაც აქვს ჭარბი მენსტრუალური გამონადენი წლების განმავლობაში, ორგანიზმი ჩივილების კომპენსაციას ახდენს, როგორ? მაგალითად, ხშირდება გულისცემა ან იცვლება ჩვენი სუნთქვის რიტმი, ასევე სისხლის მიმოქცევა და ეს ჩივილები რეგულირდება, თუმცა რა თქმა უნდა, ლაბორატორიულ ცვლილებები ცხადია ანალიზში, მაგრამ იქამდე მისვლა, იქამდე ტექსტის ჩატარებაა მთავარი და ამ ჩივილები ნამდვილად საჭიროებს პირველ რიგში ოჯახის ექიმის ან თერაპევტის ჩართულობას, სისხლის საერთო ანალიზის შესრულებას და შემდგომ უკვე ექიმის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, რა დამატებით კვლევებს მოითხოვს“, - ამბობს ფიქრია ნიკოლეიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 Met Gala 2027-ის თემა შეიცვალა - ახალი კონცეფცია მოდასა და ხელოვნებას შორის კავშირს იკვლევს
⭕10 ნოემბერი: ძველი სცენარების გადაფასება და ახალი შესაძლებლობების მიღება - ასტროლოგიური პროგნოზი