Digest Logo

როგორი ნაძვის ხეებით ხვდება საქართველოს ქალაქები ახალ წელს - გამოავლინე წლის საუკეთესო

1703580439
რეგიონებირეგიონები

ნაძვის ხე ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ატრიბუტია. მისი გაწყობის თარიღი არავის განუსაზღვრავს. ზოგი დეკემბრის ბოლომდე არ რთავს, ზოგი კი ნოემბრამდეც კი ძლივს ითმენს. 

ჩვენი მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი 2023 წელს ახალი ნაძვის ხეებითა და დეკორაციებით ხვდება, რომლის უმეტესობაც 25 დეკემბერს აინთო.  მოდით, ვნახოთ, როგორ მოირთო ჩვენი ქალაქები საახალწლოდ.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო👇

ახალი წლის აღსანიშნავი კონცერტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება. 

რუსთავი

კონცერტების ნაწილი „ახალი წლის დღეები საქართველოში” ფარგლებში ტარდება, რაც საქართველოს პრემიერმინისტრის განკარგულებაა, ნაწილი კი თავად მუნიციპალიტეტების ინიციატივით ჩატარდება.

ბათუმი

ქუთაისი

ქუთაისისთვის გამოყოფილია 200 000 ლარი. კონცერტი 23 დეკემბერს გაიმართა, ღონისძიებაზე ღამის შოუს ბენდმა იმღერა.

გორი

გორისთვის გამოყოფილია 99 999 ლარი. კონცერტი 28 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებს ღამის შოუს ბენდი

ახალციხე

ახალციხეში 24 დეკემბერს ინო ჩხეიძემ იმღერა, 25 დეკემბერს - ჯგუფი სახე [სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით - დავით ხუჯაძე], 27 დეკემბერს - ლინდა ადამია,  ჯგუფი ¼ და კაბუ, 29 დეკემბერს კი, დუეტი ჯორჯია და ბედინა. ნინო ჩხეიძის, დათო ხუჯაძის, დუეტის ჯორჯიასა და გიორგი კორძაძის (ჯგუფი ¼) მომსახურებებში - 70 793 ლარი დაიხარჯება.​​​​​​

ზუგდიდი

ფოთი

ფოთისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 7 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ დავით მაზანაშვილის ჯგუფი, დათო არჩვაძე, სოფო ბედია, აჩიკო ცანკაშვილი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, თემურ ყვითელაშვილი, დათუნა მგელაძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, მერაბ ვარდოსანიძე, გიორგი სუხიტაშვილი და ნინი შერმადინი;

სამტრედია

სამტრედიაში კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, სადაც რეზო და ბავშვები, მასტერი,  ქეთი გომართელი, ტატო გოდერძიშვილი, თაკო მელიქიშვილი, მარი მამისმედიშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი იმღერებენ.

ხაშური

ხაშურისთვის გამოყოფილია 150 005 ლარი. კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ანსამბლი "ალილო" და ჯგუფი "რეგიონი".

სენაკი

მარნეული

მარნეულისთვის გამოყოფილია 100 000 ლარი. კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებს ღამის შოუს ბენდი.

ზესტაფონი

თელავი

თელავისთვის გამოყოფილია 149 995 ლარი. კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ნინი ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი  ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე; ჯგუფები "სახე" და "ქუჩის ბიჭები“.

ოზურგეთი

ოზურგეთი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 322 733 ლარს გამოყოფს. 23 დეკემბერს გამართულ კონცერტში მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა „ირიაომ" მიიღეს.

კასპი

კასპისთვის გამოყოფილია 99 996 ლარი. კონცერტი 24 დეკემბერს გაიმართა, ღონისძიებაზე იმღერეს „თეატრალურ კვარტეტმა“ და ჯგუფმა "Killages".

ჭიათურა

ჭიათურისთვის გამოყოფილია 205 571 ლარი. კონცერტი 4 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ბენდი „გუფი ლენდი“ და თეატრალური კვარტეტი.

ლანჩხუთი

სოხუმი

ბორჯომი

ბორჯომისთვის გამოყოფილია 300 000 ლარი. კონცერტი 4 იანვარს გაიმართება, ღონისძიებაზე იმღერებენ ნინი ქარსელაძის, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები" და „რეზო და ბავშვები“. გარდა ამისა, ღონისძიება დაბა ბაკურიანში გაიმართება 7 იანვარსაც.

ახალქალაქი

ახალქალაქისთვის გამოყოფილია 99 999 ლარი. კონცერტი 25 დეკემბერს გაიმართა, ღონისძიებაზე იმღერეს ჯგუფებმა „ალეგრო”, „ჩვენებურები” და და“რეზო და ბავშვები”.

ნინოწმინდა

„დაიჯესტი“ გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. რედაქციის სახელით გისურვებთ მშვიდობას და ბედნიერ დღეებს!

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ღირდა ეს 45 წელი ცხოვრებად“ - როგორ აღნიშნა ზურა ხაჩიძემ დაბადების დღე

„გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი!“ - ია თინიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აწყობილი ცხოვრება და ყოფა არ მაქვს, რომ ჩემი საქმე მთელი არსებითა და შემართებით ვაკეთო“ - მაკა შალიკაშვილი