
როგორი მაკიაჟი ვატაროთ, რა ფერის სამოსი ჩავიცვათ, როგორი სტილის ვარცხნილობას მივანიჭოთ უპირატესობა შემოდგომით - ეს ის კითხვებია, რომელიც სეზონის დადგომისთანავე ჩნდება.
ტენდენციები მუდმივად იცვლება და ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. როგორც მოდის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ყავისფერი შემოდგომის მთავარი ფერია და ეს კვლავ ასე რჩება.
გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე აქტუალური მუქი ყავისფერი შარვლები და ჯინსები იქნება, რომელიც ყველაზე კარგად სეზონის კიდევ ერთ ფერთან წითელთან კომბინაციაში გამოიყურება.
მოდის კრიტიკოსები გვირჩევენ, ყავისფერი შარვალი, წითელ აქსესუარებთან, ქამართან, ჩანთასთან, ფეხსაცმელთან, პერანგებსა და მაისურებთან ერთად მოვირგოთ.
2025 წლის შემოდგომას აქტუალურობას არ კარგავს მოკამუსი - თბილი ყავის ინსპირაციით შთაგონებული ფერია, რომელიც თბილი ყავისფრის და ნეიტრალური ფერების კომბინაციას წარმოადგენს.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დადის პერიოდულად ქიმიებზე, სიგიჟემდე უყვარდა მამა...“ - რას წერს დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე
⭕როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები? - სინოპტიკოსების პროგნოზი