
ორსული, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.
დაღუპული ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი იყო, რომელმაც ორი ტყუპი გააჩინა, ხოლო პოსტსამშობიარო გართულების შემდგომ ისე გარდაიცვალა, შვილების ნახვაც ვერ მოასწრო.
გარდაცვლილის მეუღლემ გიგა ცხელიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ მის პატარებს ბიძა და ბაბუა ესტუმრნენ:
„ძია და ბაბუ ისევ ესტუმრნენ შოშიებს.
ბებო სოფელშია, ბაბუ კი თბილისში დადის პერიოდულად ქიმიებზე, თავიდან შორენა დაჰყვებოდა კლინიკაში.
სიგიჟემდე უყვარდა მამა. ტელეფონზე ფონადაც კი მამამისის ფოტოა დღემდე, რაც ეყენა არც ვცვლი რამეს...
დიდხანს იცოცხლე ბაბუ შენი შვილიშვილების გასახარად“, - წერს გიგა ცხელიშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/gigacx/videos/1801591191240256
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე გაგრძელდება საქართველოში წვიმიანი ამინდები? - სინოპტიკოსების პროგნოზი