Digest Logo

როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის კომენტარი

1773765005
სოფიო ასპანიძე

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელი სოფიო ასპანიძე აცხადებს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და საყურადღებოა.

მისივე ინფორმაციით, დღეს, მოგვიანებით კლინიკაში თურქეთიდან ელოდებიან რეანიმატოლოგს, რომელიც პატრიარქის მკურნალობაში ჩართული ექიმების გუნდს შეუერთდება.

„პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. რჩება კრიტიკული პარამეტრები. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს. ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. ჩავატარეთ კონსილიუმი, რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე, შეთანხმებული, მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან უკვე დისტანციურად ჩართული ამ პროცესში.

პაციენტი, პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა ამ მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მის მართვას სჭირდება. ასევე, დღეს ჩვენ, უფრო მოგვიანებით, ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და ამ ჩვენ მულტიდისციპლინურ, მაღალი დონის პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ. ძალიან გჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

მისი თქმით, სიტუაცია მართულია, თუმცა ფასდება როგორც „კრიტიკულად მძიმე კატეგორია“.

„კრიტიკული ფაზები არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ, ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ წნევა, პულსი, იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ.

საკმაოდ ვარირებადია მდგომარეობა, რადგან აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება“ - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.

ბოლოს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„ჯადო არის ირაციონალური პასუხი რაციონალურ პრობლემებზე...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

⭕„როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს“ - მეუფე შიო პატრიარქზე

⭕„დე, სთხოვე უფალს, ნუ წაიყვანს, ჩვენი პატრიარქი მთელ ერს აქ გვჭირდება!“ - დედა თინათინი