უკვე რამდენიმე დღეა დუშეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
როგორც „დაიჯესტს“ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, სამწუხაროდ, წინა დღეებთან შედარებით რაიმე უკეთესობა არ არის. ფილტვი დაზიანებული აქვს. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
აგრეთვე წაიკითხეთ: